აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მედიასაშუალებებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, 23 მარტს რუსეთის მოქალაქე უმარ ალაკაევმაა სოხუმის
მაიმუნთსაშენიდან ცხრა იავანური მაკაკა მოიპარა. უწყებამ ქურდობის ფაქტზე საქმე აღძრა.
საქმის მასალების თანახმად, 26 წლის ყარაჩაის მკვიდრმა უმარ ალაკაევმა მაიმუნები #2 გალიიდან მოიპარა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევითი ინსტიტუტისთვის მიყენებულმა ზარალმა 308 410 რუსული რუბლი (დაახლოებით 14 ათასი ლარი) შეადგინა.
ე.წ. საბაჟო კომიტეტის ოფიციალური კომენტარის თანახმად მაკაკები "საზვღრიდან" არ გაუყვანიათ, სავარაუდო დამნაშავეზე ძებნაა გამოცხადებული.
სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტში მომხდარს დიდი გამხმაურება და აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა:
"ვინც მოიპარა, უნდა დავიჭიროთ და მაიმუნებთან ერთად გალიაში ჩავსვათ!";
"სირცხვილია... მაგრამ მათ არ არ ეყოთ ჭკუა, იმაზე ეფიქრათ, რომ ექსპერიმენტები ტარდებოდა მათზე, რომ მეცნიერები წლების განმავლობაში ელოდნენ შედეგებს და მოიპარეს... არც კი ეშინოდათ, რომ ეს მაიმუნები შეიძლება ინფიცირებულები იყვნენ".
"ზაფხულში აფხაზეთის პლაჟებზე უნდა ეძებოთ. თუნდაც ახალ ათონზე თუ რიწაზე".
მომხდართან დაკავშირებით რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი ვიტალი შარია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ზურაბ მიქვაბიას ესაუბრა. ამ ინსტიტუტთან ფუნციონირებს მაიმუნსაშენი.
-
რა დროს მოხდა ეს ფაქტი, დღისით თუ საღამოს?- დღისით, დაახლოებიღ 4 საათზე.
- მარტო მოქმედებდა თუ თანამონაწილეებთან ერთად?
- ორნი იყვნენ. გატეხეს საკეტი, გაჭრეს გალია. გარედან ეს არ ჩანდა, ყარაულებმა მაიმუნების არყოფნა შემოვლის შემდეგ, მეორე დილით აღმოაჩინეს.
- როგორ მოახერხეს, მათი დაჭერა ხომ არც ისე იოლია, ბადით იჭერენ ხომ?- დიახ, ბადით. ალბათ დაკაწრეს კიდეც. იავანური მაკაკები ხომ ზომით მომცროებია.
-
თანმხლები ვინ იყო, ვინმე ადგილობრივი?- რამდენადაც ვიცი, მასთან (ალაკაევთან) ერთად იყო ასევე ჩამოსული ადამიანი.
ადგილობრივიც იყო, რომელიც დააკავეს. მან აღიარებითი ჩვენება მისცა. სამი მაიმუნის ცხედრის ადგილსამყოფელიც დაასახელა, რომელიც მათ გადააგდეს. საძილე პრეპარატი გაუკეთეს და როგორც ჩანს ზედოზირებით დაიღუპნენ და სადღაც გუდაუთასთად დაყარეს.
- ითქვა, რომ საზღავრი არ გადაუკვეთავთ
-
არა, როგორ არ გადაუკვეთავთ? რა თქმა უნდა, გადაკვეთეს. მეორე დღეს დაახლოებით პირველ საათზე.
-
რისთვის შეიძლება დასჭირვებოდათ, მაიმუნები?- რთული სათქმელია, იავანური მაკაკებზე ყველგან მოთხოვნაა, რომელიმე ინსტიტუტისთვისაც შეეძლოთ მიეყიდათ.
-
რაც შეეხება ადგილობრივ თანამონაწილეს, მას არ მოიხსენიებენ, მაგრამ ხომ იყო ადგილზე?- მილიციას ვკითხე რატომ გაუშვეს ის, ამბობენ, რომ ის ინტიტუტის ტერიტორიაზე არ ყოფილა. ინსტიტუტის ტერიტორიაზე არ ყოფილა, მაგრამ თანამონაწილე ხომ იყო? "მაგრამ ყველაფერს ხომ მოჰყვა". ახლა მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთო მათთან ვინც მანამდე გაქურდა (დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ). ყაზახეთშიც მსგავსი ვითარებაა.
-
რაც შეეხება ფასს, სოციალურ ქსელებში ყველა გააკვირვა დასახელებულმა ფასმა, ძალიან იაფი ხომ არაა?- მილიციას ვუთხარი, რომ 308 ათასი რუბლი არ ღირს, არამედ 40 ათასი დოლარი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ შეფასების აუცილებლობა არ გვქონია, წლებია ცხოველები არ შეგვიძენია, ეს კი ძველი ფასებია. გადავამოწმე და ერთი მათგანი 5150 დოლარი ღირს, ასე რომ 9 მაიმუნი 40 ათასი დოლარი ღირს. ის თანხა რაც სამართალდამცველებმა დაასახელეს ჩვენს ბალანსზე ასი წლის წინანდელია.
-
ეს მაუმუნები, თქვენს საშენში დაიბადნენ?- დედა-მამა თავის დროზე მოიყვანეს. პატარები კი აქ დაიბადნენ.
იავანური მაკაკები, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარური შინაური ცხოველი გახდა, ადგილად იწვრთნება, ალერსიანია, ადამიანებისა და სხვა ცხოველების გარემოცვაში თავს კარგად გრძნობს, ცოცხლობს ხანგრძლივად დაახლოებით 30 წელს, ბუნებრივ გარემოში ის გვხვდება ბანგლადეში, ბირმაში ტაილანდში, ინდოჩინეთში და ფილიპინებშიც.
სოხუმის მაიმუნების სანაშენე 1927 წელს დაარსდა. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დღესაც ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები