ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.
საქართველოს მოქალაქე ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი".
დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები