ფოთში, გურიის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში შეიყვანეს, თუმცა, როგოც ექიმები ამბობენ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
"11 წლის მოზარდს ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - დასძინა საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები