ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალ გზაზე.
მათ გადაკეტილი აქვთ როგორც საავტომობილო გასასვლელი, ისე რკინიგზაც. ადგილობრივები პორტის ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის ღია წესით დამუშავებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საფრთხეშია ახლოს მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობაც. ისინი საცხოვრებლის შესაცვლელად ფულად კომპენსაციებს ითხოვენ და მთავრობას სწრაფი რეაგირებისკენ მიუწოდებენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი უწყებები და გადადგმულია ნაბიჯები მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის. ამასთან, მათივე თქმით, ამ ეტაპზე ფულადი კომპენსაციის თემა არ განიხილება.
ამავე თემაზე:
შეუძლებელია აქ ცხოვრება - ფოთში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა
მასალის გამოყენების პირობები