დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო ზუგდიდის ცენტრში, რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ, სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გადაიკეტა რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტის მიმდებარე ტერიტორია (შუქნიშნიდან ზვ. გამსახურდიას გამზირამდე. ასევე გადაკეტილია ზვიად გამსახურდიას გამზირი (ცენტრალური მოედნიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლამდე).
ზვიად გამსახურდიას გამზირზე, ილია ჭავჭავაძის ძეგლიდან ტელეკომპანია "ოდიშის" მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით მძღოლები შეუფერხებლად გადაადგილებიან.
გუბერნიის ცნობით, ქუჩები ღონისძიების დასრულებისა და დეკორაციების აღებისთანავე გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები