აშშ-ს საელჩო: 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია,
რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.
"საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები