ახალი ამბები
ფაქტობრივად, რუსულ ენას აფხაზეთში აქვს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი - არძინბა კალაშნიკოვს პასუხობს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა რუსეთის დუმის დსთ - ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომელიც აფხაზეთში რუსული ენის

მდგომარეობას ეხება. 25 მაისს კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც არძინბაც ესწრებოდა, კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ "აფხაზეთის კანონმდებლობაში" შესატანი ცვლილებები შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაციის მიზეზი გახდეს. ცვლილებები ითვალისწინებს აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნას არჩევით თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატებისთვის.

ინალ არძინბამ კი განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი აქვს და "მაქსიმალურად გამოიყენება რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, იქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს შორის".

"რუსული ენის გამოყენების ნორმები ნაწილობრივ გამყარებულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-6 მუხლით, რომლის თანახმად, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა აფხაზური, რუსული კი, აფხაზურის გვერდით აღიარებულია სახელმწიფო და სხვა დაწესებულებებში. სახელმწიფო აფხაზეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს მშობლიური ენის თავისუფალი გამოყენების გარანტიას აძლევს", - განაცხადა არძინბამ.

მან დასძინა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის შესახებ კანონის" თანახმად, "აფხაზეთის ყველა მოქალაქეს განათლების მიღების გარანტია აქვს აფხაზურ და რუსულ ენებზე."

"რუსული ენა, აფხაზურთან ერთად, ოფიციალური კომუნიკაციის საშუალებაა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში. აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების, პარლამენტის, აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და სხვა დაწესებულებების მიერ განსახილველად წარდგენილი კანონპროექტები და სხვა სამართლებრივი აქტები უნდა წარედგინოს აფხაზურ და რუსულ ენებზე. კანონმდებლობის მოქმედი ნორმები იძლევა სამეცნიერო ნაშრომების რუსულ ენაზე დაცვის საშუალებას. ფაქტობრივად, რუსულ ენას აქვს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არძინბას თქმით, "მოქმედი კანონმდებლობის ნორმები საიმედოდ იცავს რუსული ენის სტატუსს, საშუალებას აძლევს ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად და დაუბრკოლებლად გამოიყენოს რუსული ენა საქმიანობის ყველა სფეროში".

მიმდინარე წლის მარტში სოხუმში საპარლამენტო არჩევნების შედეგები განიხილეს, რის შედეგადაც რუსი ეროვნების რამდენიმე კანდიდატი დეპუტატობის მანდატისთვის ბრძოლას გამოეთიშა, წერს "ეხო კავკაზა".

ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, მშობლიური ენის გამოყენების უფლებით ვერ სარგებლობენ გალის რაიონის მცხოვრები ეთნიკური ქართველები, რადგანაც სკოლები რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.