ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩასა და შესახვევებში, ასევე ბორჯომის ქუჩის შესახვევებში გზის საფარის მოასფალტებასა და სანიაღვრე არხების მოწყობის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა.
პეტიცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სამოქალაქო საბჭოებისა და სამეგრელოს ოფისის ორგანიზებით შეიქმნა და მას ხელს 651 მოქალაქე აწერს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გზის საფარი სრულად ამორტიზებულია, სანიაღვრე არხების არარსებობის გამო კი წვიმიან ამინდში ქუჩა და საცხოვრებელი ეზოები იტბორება.
"მოვუწოდებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ წარდგენილ პეტიციას, ზუგდიდის მერიამ კი მოიძიოს ყველა საჭირო რესურსი დავით ჯიქიას და ბორჯომის ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნების უახლოეს მომავალში დასაკმაყოფილებლად", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები