ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში 23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით კორონავირუსი 575 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 7 დღეში ჩატარდა 104 996 კვლევა ტესტით, მათ შორის 95 506 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 490 PCR ტესტით.
მასალის გამოყენების პირობები