სოხუმი - საგანგებოს თანაშრომლებმა თევზსაჭერ ბადეებში გახლართული 10- მდე დელფინი გადაარჩინეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მცირე ზომის გემების ინსპექციის თანამშრომლებმა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სოხუმის სანაპირო წყლებიდან 5 მკვდარი დელფინის ნაშიერი ამოიყვანეს.
ექსპერტების აზრით, პატარა დელფიენბი თევზსაჭერ ბადეებში იხლართებიან, რომლებსაც თავს ვერ აღწევენ, და ჟანგბადის უკმარისობისგან იღუპებიან. უწყების ინფორმაციით, ინსპექციის თანამშრომლებმა ბადეში გახლართული 10 დელფინის გადარჩენა შეძლეს. საგანგებოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეები ხშირად მიმართავენ მათ თანამშრომლებს, ბადეებში გახლართული დელფინების გადარჩენის თხოვნით.
აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე და სოჭში დელფინების მასობრივი დაღუპვის ფაქტები აპრილის შუა რიცხვებიდან ფიქსირდება. მეცნიერები ამის მიზეზად ძუძუმწოვრებში გავრცელებულ ვირუსულ დაავადებას და თევზსაჭერ ბადეებს ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები