ზუგდიდის მერია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს. აქტივობები ქალაქის მასშტაბით,
რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 13 საათიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ჩატარდება ასფალტზე ხატვის კონკურსი, პანტომიმის პერფორმანსი, მუსიკალური ვიქტორინა, ბუშტების ფოიერვერკი. მოეწყობა ფოტო-სტენდი და სახეზე ხატვის კუთხე.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია:
15:00 საათზე: მაცი ხორავას სახელობის გალერეაში სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა;
16:00 საათზე: ბოტანიკურ ბაღში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბენდის კონცერტი;
16:00 საათზე: პირველი სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში საფორტეპიანო და საორკესტრო მიმართულების მოსწავლეთა კლასიკური მუსიკის კონცერტი;
19:00 საათზე: დიზაინერ სოფიო ხარჩილავას საბავშვო დეფილე სკეიტ პარკში.
მასალის გამოყენების პირობები