ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა აბაშის საკათედრო ტაძარში გიორგი გრიგოლიას ხსოვნას პატივი მიაგო.
მან უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ მეომარმა ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას თავის შესწირა.
"ამ პირობნებამ თავი დადო საქართველოსთვის და უკრაინისთვის და ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არის შორს მიმავალი განზრახვები და უფალი შეეწიოს”,- თქვა მიტროპოლიტმა.
აბაშის საკათედრო ტაძარში დაღუპული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი
მიმდინარეობს. ის უკრაინიდან დღეს, გამთენიისას
ჩამოასვენეს და ხვალ დედის გვერდით დაკრძალავენ.
თებერვლიდან დღემდე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 15 ქართველი შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები