უკრაინის სამხედრო ატაშე, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი აბაშელ მებრძოლს დაემშვიდობა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. სერგეი კრავჩუკა გიორგი გრიგოლიას ოჯახს მადლობა გადაუხადა.
"მადლობა მას თავგანწირვისთვის. უკრაინის მთავრობის სახელით ვარ აქ და ვუხდი მადლობას გმირობისთვის",- უთხრა ჟურნალისტებს კრავჩუკმა.
გრიგოლიას პანაშვიდი აბაშის საკათედრო ტაძარში მომდინარეობს. აბაშელ მებრძოლს დღეს დედის გვერდით დაკრძალავენ.
41 წლის ქართველი მებრძოლი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს.
სულ თებერვლიდან დღემდე უკრაინაში წარმოშობით ქართველი 15 მეომარი დაიღუპა
მასალის გამოყენების პირობები