სოხუმში სპორტულ თევზაობაში ქალებს შორის შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიება საზოგადოებრივი ორგანიზაცია "იუდორტას" (აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია) პროექტის "სუფთა ზღვა" ფარგლებში გაიმართა.
სოციალური ინფორმაციის სააგენტო "აფსნის" ინფორმაციით, 10-მა მონაწილემ, პროფესიონალ მეთევზეთა საზოგადოების ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სამოყვარულო თევზჭერაში მოსინჯა ძალები.
"დაიჭირეს 130 თევზი და ეკოლოგიურად თევზაობის ყველა წესის მიხედვით, ისინი მაშინვე ზღვაში გაუშვეს. მიუხედავად კონკურენციისა, ღონისძიება მეგობრულ გარემოში გაიმართა და გამარჯვებულად ყველა გამოცხადდა", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონაწილეებმა საჩუქრად ანკესები და სათევზაო კომპლექტები მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები