ახალი ამბები
საკრებულოს გადაწყვეტილებით წალენჯიხის მერიაში 8-ით ნაკლები თანამშრომელი იმუშავებს
წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც რეორგანიზაციას ეხებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მერიის საშტატო ნუსხა 8 ადამიანით შემცირდება. საკითხს 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, "ქართული ოცნების" 10 წარმომადგენელი კი წინააღმდეგი იყო.

"დაახლოებით, 140 საშტატო ერთეულიდან, რაც არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიის ნუსხაში, გადაწყდა, რომ 8 ერთეული იქნება ოპტიმიზებული. მივიჩნიეთ და ვისურვეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად უმტკივნეულო პროცესი, მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მომხდარიყო რეორგანიზაციის პროცესი, მათ შორის შტატების გაუქმება", - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ წალენჯიხის ვიცე მერმა ივანე ბურდულმა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს მერიიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.

მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ გზით ბიუჯეტიდან 120 ათას ლარამდე თანხის ეკონომია გახდება შესაძლებელი. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.