ზუგდიდში, ლაზის და თბილისის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
"ძალიან ხშირია ამ ადგილას ავარიები, ყოფილა მსხვერპლიც. ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურია მობილიზებული
მასალის გამოყენების პირობები