წვიმამ ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე პრობლემები შექმნა.
უხვი ნალექის შედეგად მდინარე სინწა კალაპოტიდან გადმოვიდა და მოსახლეობის სახლები დატბორა.
"რამდენიმე სახლი დაიტბორა, გაფუჭდა ტექნიკა და ავეჯი. სახლებამდე მისასვლელ ხიდებზე წყალი გადადის, ერთგან ხეა გაჭედილი. ჯებირების დამატებას ვითხოვდით, მაგრამ ვინ დაგვიჯერა", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
უამინდობის გამო პრობლემები სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია.
მასალის გამოყენების პირობები