წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოჩამჩირეში კერძო სახლები დატბორა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, წყლის დონე ზოგან ნახევარ მეტრსაც აღწევდა, რადგან ქალაქის სანიაღვრე არხები წყლის ნაკადს ვერ უმკლავდებოდნენ.
მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ წყლის ამოსატუმბად, დილას კი 20-მდე ოჯახს გაუწიეს დახმარება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები