"დეოლიგარქიზაცია" - ფოთში საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ პერფორმანსი მოაწყო
ფოთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომაზე პერფორმანსი მოაწყეს.
მათ მაისურები წარწერით "დეოლიგარქიზაცია" ეცვათ. ამ ფორმით მათ ქვეყანაში არსებული ვითარება გააპროტესტეს. ამასთან, მხარდამჭერებს სამ ივლისს თბილისში აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
თავი მხრივ, ოპოზიციის პერფორმანსმა "ქართული ოცნების" წევრები გააღიზიანა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა პერფორმანსს პარადოქსი უწოდეს და ოპონენტებს წარსული მმართველობა შეახსენეს.
სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები