აფხაზური მობილური ოპერატორის "ამობაილის" თანამფლობელი მოკლული იპოვეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი მობილური ოპრეტორის "ამობაილის" თანამფლობელი, ბიზნესმენი ევგენი პალანტი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს.
ინფორმაცია ბიზნესმენის გარდაცვალების შესახებ კომპანია "ამობაილის" გენერალურმა დირექტორმა ბორის ბარციცმაც დაუდასტურა, - წერს გამოცემა "აფსნიპრესი".
48 წლის პალანტისა და მისი 50 წლის მეუღლის ცხედრები საკუთარ სახლში, პოდმოსკოვიეს სოფელ ზარეჩიეში, წყვილის ქალიშვილმა იპოვა. სავარაუდოდ, საუბარია მკვლელობაზე.
ამავე ცნობით, პალანტი საინჟინრო კომპანია "ინსტალსაიტში" სოლიდური წილის მფლობელი იყო. გარდა ამისა, ის, როგორ მეცენატი, მფარველობდა სოხუმის რუსული დრამის თეატრს.
მასალის გამოყენების პირობები