ზაქარას კეთილი მანქანა - სამეგრელოში მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები ჩამოიტანეს (ფოტო/ვიდეო)
16:45 / 28.06.2022
"ზაქარას კეთილმა მანქანამ" ზუგდიდში მყოფი მიუსაფარი ძაღლისთვის სახლი ჩამოიტანა.
"ჯეკი" სიმსივნით არის დაავადებული და ამ ეტაპზე ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების შემოწირულობით მკურნალობის კურსს გადის.
ძაღლი აქამდე ბაზრის წინ არსებულ ქვეითთა გადასასვლელში ცხოვრობდა. ინიციატივა, რომელიც ცხოველთა მოყვარულ ზაქარია დოლიძეს ეკუთვნის, ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმას გულისხმობს. ზაქარია სახლებს თავადვე ამზადებს და საკუთარი მანქანით სხვადასხვა რეგიონში ჩააქვს. სახლებთან ერთად ზაქარა პერიოდულად ეტლებითაც ეხმარება შშმ ძაღლებს. "დღეს სამეგრელოს დღე აქვს "ზაქარას კეთილ მანქანას". ცოტა ხნის წინ ვიყავი ერთ-ერთ ბოლო სოფელში ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთი იყო ხელის გაწვდენაზე და ძალიან ბედნიერი დავბრუნდი, რადგან იქ ერთ ცუგას ეტლი ჩავუტანე და მოვარგე. ახლა ზუგდიდის ცენტრში დავაბინავეთ ჩვენი "ჯეკი". აქედან სენაკსა და სხვა ლოკაციებზე მივდივარ. ჯამში სამეგრელოსა და ზუგდიდში რამდენიმე ათეული სახლია, ალბათ. ჩვენი ვოიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რომ ამ კეთილი საქციელით და საქმით მეტ ადამიანს შევხვდეთ, უფრო მეტს გავუწოდოთ ხელი, დავმეგობრდეთ და ყველამ ერთად ვთქვათ, რომ უბრალოდ სიკეთე ჯობია. სიკეთისკენ რომ გადავდგამთ ნაბიჯს, არც მიუსაფარი ცხოველი იქნება, არც დაუცველი ადამიანი, არც დაუცველი ბუნება", - გვითხრა მან.
ზაქარას კეთილი მანქანა - მიუსაფარი ცხოველების პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიდგა 1 500-ზე მეტი სახლი. გასულ წელს, ზუგდიდში ზაქარამ რამდენიმე სახლი ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად დაამზადა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ძველ სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები ასხვავებენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, საშინაოსგან. ერთმანეთს უპირისპირებენ საქორწილოსა და სამგლოვიარო სამოსელს. დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქორწილო სამოსზე ,,სამოჭყუდო მუკაქუნალზე“. როგორი ნაჭრისგან იკერებოდა,როგორი ფორმის იყო და ასევე ხაზგასმითაა აღწერილი თავსაბურავი რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ქორწილის დღეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები