ზუგდიდის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბიგვავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ადასტურებს.
ბიგვავას თქმით, მან უკვე მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით.
"დროებით მიწევს ქვეყნიდან გასვლა და უპასუხისმგებლობაში რომ არ ჩამეთვალოს, იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება", - გვითხრა გიორგი ბიგვავამ.
მას უფლებამოსილება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე შეუწყდება.
პარტიის პროპორციული სიით, საკრებულოში ბიგვავას, სავარაუდოდ, თამთა ჭიჭინაძე ჩაანაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები