გუდაუთის სოფელ აჩანდარაში მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გუდაუთის რაიონის პროკურატურამ სოფელ აჩანდარას მკვიდრი რომან ჯენიას მკლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, 28 ივნისს, საღამოს საათებში, 67 წლამდე მამაკაცს დაუდგენელმა პირმა საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა , შემდეგ კი მისი ცხედარი, იქვე, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დამარხა.
უწყების თანახმად, საგამოძიებო ორგანოებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, "დანაშაულის კვალი ამოიღეს და დანაშაულის ჩადენის მოტივებისა და დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება მიეცა".
მასალის გამოყენების პირობები