მიმდინარე წლის 2 ივლისიდან საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მატარებლების განრიგს ცვლის.
განსხვავებული გრაფიკით იმოძრავებენ ზუგდიდისა და ფოთის მატარებლებიც.
ახალი განრიგის თანახმად, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მატარებელი 08:25 წთ-ზე გავა და დანიშნულების ადგილზე 14:11 წთ-ზე იქნება. ზუგდიდის სადგურიდან კი მატარებელი 17:25 წთ-ზე დაიწყებს მოძრაობას და თბილისში 23:18 წთ-ზე ჩავა.
რაც შეეხება ფოთს, ამ შემთხვევაში მატარებლის გადაადგილების განრიგი ასეთია:
გასვლა თბილისიდან ფოთის მიმართულებით: 17:30 წთ, ჩასვლა ადგილზე - 22:52 წთ.
გასვლა ფოთიდან თბილისისკენ: 07:20 წთ, ჩასვლა თბილისში - 12:46 წთ.
მასალის გამოყენების პირობები