ქართულის ენის გამოცდაზე ზუგდიდში 48 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია მიმდინარეობს.
აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
როგორც ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რეგისტრირებული 357 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 309 გამოცხადდა, არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მოხსნილია, ცენტრში დისტანცია და უსაფრთხოების ზომები დაცულია.
წელს პირველად გამოცდებს აბიტურიენტები მეორე საჯარო სკოლის ნაცვლად მეოთხე საჯარო სკოლაში აბარებენ.
მასალის გამოყენების პირობები