ზუგდიდში ბოძს დაეჯახა მანქანა, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა
ზუგდიდში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ბოძს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში არასრულწლოვანები ისხდნენ და სავარაუდოდ, მძღოლიც არასრულწლოვანი იყო. მათივე თქმით, მსუბუქი ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები