წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში წიაღის უკანონო მოპოვების 66 შემთხვევა დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში,
ქვეყნის მასშტაბით, წიაღის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში 66 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები