ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მისაღებად რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მეორე ეტაპი კი 11 ივლისს დაიწყება.
მერიის ა.ა.ი.პ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას ინფორმაციით, პირველ ჯერზე დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი, მარჩენალდაკარგულის სტატუსი მქონე და ის ბავშვები, რომელთა დედმამიშვილი ბაღიც აღსაზრდელია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 200-ზე მეტი მცირეწლოვანი.
„ახლა დარჩენილია 1640 ადგილი. ელექტრონული რეგისტრაცია საიტზე Zugdidikids.ge 11 ივლისს, დილის 9 საათზე დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თოლორაიამ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 62 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები