შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე, რომელიც კალა-უშგულის გზას მოიცავს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გზის ჩაკეტვის მიზეზი გაძლიერებული ქვისცვენაა.
მასალის გამოყენების პირობები