სენაკის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის ფოტო გამოაქვეყნა და მას "ომის მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი" უწოდა.
ქარდავა ასევე წერს, რომ ჯონსონი ღარიბაშვილმა "მიაჩმორა".
"მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი გადადგა. აი ასეც ასე. ჩავიდა და მიაჩმორა, არ აკმარა და კიდევაც გადააყენა", - წერს ქარდავა.
რადიო
"ათინათი" ქარდავას დაუკავშირდა და პოსტთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
"ასეთი პოპულარული ვარ? მე ჩემს გვერდზე რასაც მინდა, იმას დავწერ. ვიხუმრე თუ არა, არ მინდა ახლა ამ თემაზე საუბარი საერთოდ", - გვითხრა დეპუტატმა და ტელეფონი გათიშა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გასული თვის ბოლოს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები