საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე (კალა-უშგული),
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო,
2 დღის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
მასალის გამოყენების პირობები