ახალი ამბები
ლიხნის ტაძრის სახურავის რეკონსტრუქცია იგეგმება - სოხუმი
გუდაუთაში მდებარე ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის სახურავს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ამის შესახებ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

ამავე ცნობით, 8 ივლისს ლიხნის ტაძარი მოინახულეს "კულტურის მინისტრმა" დაურ კოვემ და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა" ვისარიონ აპლიამ. მათ ობიექტი დაათვალიერეს და სარესტავრაციო ინსტრუქციით დაშვებული გადახურვის სისტემის აღდგენის ვარიანტები განიხილეს, ორიგინალური კრამიტის საფარის და ტაძრის ფერწერის შენარჩუნებისა და ატმოსფერული ზეგავლენისგან მისი დაცვის პირობით.

ლიხნის ტაძარი X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, აღმართულია სოფელ ლიხნის შუაგულში. ლიხნის ტაძრის შესახებ ძირითად ისტორიულ წყაროს წარმოადგენს მისი ხუროთმოძღვრება და ფერწერა. ტაძარში შემორჩენილია როგორც X-XI საუკუნეების, ასევე XIV საუკუნის მოხატულობის კვალი.

ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

2010 წელს აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ლიხნის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა პროფესიონალი რესტავრატორების გარეშე. ლიხნის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამიტომაც მისი შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.