ფოთში ჯავახიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებელმა დევნილებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.
აქ კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებილი პირები აქციას პერიოდულად მართავენ.
დევნილები წლებია ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ პორტის ტერიტორიაზე, მათ საცხოვრებელთან ახლოს ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთს ღია წესით ამუშავებენ.
თავის მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებაში დევნილების საპასუხოდ ამბობენ, რომ მათთვის ამ ოჯახების პრობლემები ცნობილია და მათ ახალი კორპუსის აშენება არაერთხელ შესთავაზეს. მათივე თქმით, მზად არის კორპუსის პროექტი და ფაზისის ქუჩაზე გამოყოფილია მიწის ნაკვეთიც.
მასალის გამოყენების პირობები