ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
აქედან 3 310 თბილისში, 238 კი სამეგრელოში. ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამავე კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი.
მასალის გამოყენების პირობები