ოჩამჩირეში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ცენტრალურ გზატკეცილზე, სოფელ მოქვთან, "აუდის" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახა ერთმანეთს.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ შემთხვევის შესახებ შეტყობინება გუშინ, 13:11 საათზე მიიღეს.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. დაშავებულები ოჩამჩირის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები