ზუგდიდში "ვლაქერნობის" ტრადიციული მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან დილიდან დაიწყო. სასულიერო პირები მომლოცველებთან ერთად თავისუფლების მოედანზე,
ღვთისმშობლის მოზაიკასთან შეჩერდნენ.
ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მშენებარე ტაძარში გაიმართება. მეუფე გერასიმემ მრევლსა და მომლოცველებს "ვლაქერნობა" მიულოცა.
"ერი და ბერი ასე ხვდება დიდი სიხარულით ამ დღეს. ვევედრებით დედა ღვთისმშობელს, რომ მშვიდობა დაამყაროს საქართველოში, უკრაინაში დასრულდეს ის მოვლენები, რომელიც იქ ვითარდება", - თქვა მღვდელმთავარმა.
ღვთისმშობლის კვართი ტაძარში საღამოს 8 საათამდე იქნება დაბრძანებული.
მასალის გამოყენების პირობები