ავტოავარიაში დაღუპული ზუგდიდელი სტომატოლოგის ნათია როგავას სახელობის სტიპენდიატი წელს შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის
სტომატოლოგიის პროფესიული პროგრამის სტუდენტი მარიამ ნიჟარაძე გახდა. მას სიმბოლური სკულპტურა გადაეცა, რომელზეც ახალგაზრდა მედიკოსის სიტყვებია ამოტვიფრული: "სიყვარულისა და მაღალი პასუხისმგებლობის გარეშე თეთრი ხალათის ტარება შეუძლებელია".
ნათია როგავას ოჯახი სტუდენტისთვის
ფულად ჯილდოს მისსავე დაბადების დღეზე აწესებს. მათი თქმით, ეს ერთგვარი სტიმულია მომავალი სტომატოლოგებისთვის, რადგან სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტი იღებს. ამასთან, ოჯახის წევრები ამ ფორმით ნათიას სახელის უკვდავყოფას ცდილობენ.
31 წლის სტომატოლოგი ნათია როგავა 2020 წლის 7 ნოემბერს მოჰყვა ავტოავარიაში. მძიმე დაზიანებებით ის თბილისის კლინიკაში 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები