დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს სახლს შეუსყიდის.
სააგენტოს ცნობით აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.
მათივე ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ.
„შერჩეულ სახლებს უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახელებს შეუსყიდის შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები