ფოთის მერია 32 300 ლარის დახარჯვას "ღამის შოუს" ბენდის კონცერტისთვის გეგმავს
ფოთის მერიამ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში 32 ათას ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით 24-25 ივლისს დაგეგმილია ახალგაზრდული ღონისძიება, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი გიორგი გაბუნიასა და "ღამის შოუს" ბენდის მომსახურების შესყიდვას გეგმავს.
"გიორგი გაბუნიას "ღამის შოუ" როგორც ახალგაზრდებში, ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით", - ვკითხულობთ დოკუმენტაციის იმ ნაწილში, რომელიც მოითხოვს განმარტებას, თუ რითაა განპირობებული შესყიდვის საჭიროება.
აღნიშნული შესყიდვის განხილვის საბოლოო თარიღად 22 ივლისია მითითებული.
მასალის გამოყენების პირობები