მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სამეგრელოს მასშტაბით ისევ იწვიმებს.
როგორც რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, 25 ივლისამდე დაბალი ტემპერატურა და წვიმა შენარჩუნდება, დროგამოშვებით იწვიმებს 26 და 27 ივლისსაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სამეგრელოში თვის ბოლოს, 28 ივლისიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები