ახალი ამბები
რუსეთი აგარაკის გარეშე გაძლებს, ჩვენ თუ გავძლებთ მათი მხარდაჭერის გარეშე - ასლან ბჟანია ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე
ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან  ბჟანიამ განაცხადა, რომ ისინი "ობიექტს არა ბიზნეს სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ, ისეთ ხელმძღვანელს გადასცემენ, რომელმაც, ძალიან ბევრი გააკეთა აფხაზეთისთვის".

"აფსნიპრესის" თანახმად, ამის შესახებ, მან ტყვარჩელში "სამუშაო ვიზიტისას" განცახადა. ამავე ცნობით, შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა ყველაზე აქტიურად.

აფხაზი ლიდერის თქმით, ეს საკითხი დღეს არ წამოჭრილა და უკვე 10 წელია დღის წესრიგში დგას. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი "ამ აგარაკის გარეშე გაძლებს, თუმცა, საკითხავია, შეინარჩუნებს თუ არა მშვიდობას და სტაბილურობას აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერის გარეშე":

"შეგვიძლია თუ არა უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და სიმშვიდე რუსეთის მხარდაჭერის გარეშე? რა ალტერნატივა გვაქვს? გვყავს თუ არა მეზობლები, რომლებიც ერთნაირად დაგვეხმარებიან? სხვა მეზობელთან ომში ვართ, როგორ დავივიწყოთ ეს? ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს ან არ ესმის, ან ვითომ არ ესმის, რომ დასავლეთის "თითქოს დაინტერესებულია" დახმარებით. ეს არ არის მართალი. მოხდებოდა ჩვენი წვეყნის აღიარებას, დიდ რუსეთს რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი", - აცხადებს ბჟანია.

ამავე შეხვედრაზე, აფხაზმა დეპუტატმა ბესლან ემურხბამ დაუჭირა მხარი ბიჭვინთის შენობების "რუსეთისთვის კომპლექსის შეუზღუდავი და უსასყიდლო სარგებლობის მიზნით" გადაცემის საკითხს.

"ბევრი ამბობს, რომ სახელმწიფო აგარაკი იყიდება, მაგრამ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში არაფერია ისეთი ნახსენები. ვინც ამბობს, რომ სახელმწიფო აგარაკი გაიყიდა, იტყუება", - განაცხადა ემურხბამ.

ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" მოსკოვისთვის გადაცემის საკითხს სოხუმში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. უფრო ადრე გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" წერდა, რომ "საზოგადოებას ჯერ არ ჰქონდა გადამუშავებული ინფორმაცია მოსალოდნელი თაღლითობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია უცნობი კომპანიისთვის 500 ჰექტარი სანაპირო მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით, და მას თავს კიდევ ერთი ამბავი დაატყდა - რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, ბიჭვინთაში, სანაპიროსა და აკვატორიის ნაწილის ჩართვით, 180 ჰექტარი მიწის გასხვისების შესახებ".

"ეხო კავკაზას" თანახმად, "პარლამენტის" დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა ადგურ ლაგვილავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ქვეყნის მიწის რესურსი სამართლიანად უნდა გადანაწილდეს მოქალაქეებს შორის და არ იყოს იმათი პირადი საკუთრება, ვინც თითქოს ხალხის სახელით განკარგავს მას."

სოხუმში, ე.წ. პარალმენტში, "საერთაშორისო, პარლამენტთაშორისი ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაფართოებული სხდომა", გაიმართა, რომელზეც განიხილეს შეთანხმება, "აფხაზეთის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესების შესახებ".

ამავე ცნობით, სხდომის დასასრულს გადაწყდა, რომ "კომიტეტის წევრები რეკომენდაციას უწევენ პარლამენტს მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ".

ამავე ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას აფხაზურ და რუსულ მახრეებს შორის ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა. ის ითვალისწინებს "კომპლექსის რუსეთის ფედერაციისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე მიწის ნაკვეთების და ზღვის მიმდებარე მონაკვეთის იჯარით გაცემას".

მანამდე, ტელეგრამ არხმა Respublica - მ გამოაქვეყნა გერმანული კომპანია, FVT - Group & Partner - ის წერილი (დსთ-ში წარმომადგენლობის სახელწოდებაა სააქციო საზოგადოება ХК "Партнер+") აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბისადმი. დოკუმენტის თანახმად, კომპანია მას აფხაზეთში 6 მლრდ ევროს ინვესტიციას სთავაზობს ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12 ათას-კაციანი "მცირე საკურორტო ქალაქის" მშენებლობისთვის. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს "ჰუმანიტარული პროექტია" და თანხები "საქველმოქმედო სახსრების ფარგლებში" გამოიყოფა.

Respublica -ს თანახმად, გერმანულ კომპანიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, "პრეზიდენტმა" უპასუხა. ასლან ბჟანიას მიერ 13 მაისს ინვესტორისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გამოთქვამს თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და სრული ნდობით იძლევა დაგეგმილი მიზნებისთვის მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის გარანტიას, კომუნიკაციების მშენებლობისა და კავშირგაბმულობის ნებართვების საჭირო პაკეტით".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.