ენგურზე ე.წ. მებაჟეებმა 4000 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია ამოიღეს
2022 წლის პირველ ნახევარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, რუს კოლეგებთან ერთად, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის
"უკანონო" გადატანის 20 - მდე მცდელობა აღკვეთეს. ამავე ინფრომაციით, ამოღებულია, 1 600 000 ათასი რუბლის ოდენობის, 4000 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია.
უწყების ცნობით, ამავე პერიდოში "სასაზღვრო ზონაში სასაზღვრო რეჟიმის", ასევე "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ ზღვასა და შიდა საზღვაო წყლებში სასაზღვრო რეჟიმის" დარღვევისთვის 600 - ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 3 პირი, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ.
"უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები