ენგურის ე.წ. საგუშაგოზე Duty Free-ს მაღაზია გაიხსნება
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან, უბაჟო ვაჭრობის მაღაზია Duty Free-ს მშენებლობა დასრულდა, წერს "ნუჟნაია გაზეტა". ამავე ცნობით, მისი
აშენების ნებართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა. ამავე ცნობით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Apsny Duty-ს "სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურთან" შეთანხმების შემდეგ ეძლევა ნებართვა გამოიყენოს "ენგურის საგუშაგოს ფარგლებში არსებული ტერიტორია" უბაჟო მაღაზიის მოსაწყობად.
სტატიის თანახმად, სამშენებლო მოედანი მდებარეობს ხიდის წინ, მარჯვნივ, აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ გამსვლელების გზაზე, თუმცა აფხაზეთში შემსვლელები ვერ შეძლებენ მაღაზიით სარგებლობას, რადგან მათ ბადე ეღობება და გზას უკეტავს.
მასალის გამოყენების პირობები