აფხაზეთიდან დევნილები პროგრამაში "დანერგე მომავალი" დამატებით ბენეფიტებს მიიღებენ - სოფლის განვითარების სააგენტო
სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით სოფლის განვითარების სააგენტოსა
და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ის ითვალისწინებს, სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავალი" ბენეფიციარების, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების, დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას. შედეგად, დევნილის მიერ წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, 20%-ს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო , 10%-ს კი ბენეფიციარი.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო 10%-ს, ბენეფიციარი 10%-ს.
დაინტერესებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს უნდა მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები