ახალი ამბები
სოხუმში რუსი ბიზნესმენის და მისი პარტნიორის მკვლელობაში მსაჯვრდებული მოკლეს

სოხუმის პროკურატურამ რამინ ხმაილის მკვლელობის ფაქტზე ვადიმ ვოუბასა და კიდევ ერთი პირის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდი იუწყება.

სოხუმში წუხელ, 27 ივლისს, გახსნილი ცეცხლის შედეგად, ავტომობილში მოკლეს მასიკ ხმაილი. ინფორმაცია ტელეგრამ არხმა DNAbkhazia - მ გაავრცელა. მასიკ ხმაილი, რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი პარტნიორის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთაგანია. მას 13 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, 2019 წლის 2 თებერვალს, ხმაილს სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი გადაუვადეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მძიმე დიაგნოზის გამო.

სასამართლომ მასიკ ხმაილი დამნაშავედ ცნო იარაღის გამოყენებით ორი პირის გატაცებასა და მკვლელობაში თანამონაწილეობაში. მას ბრალად ედობოდა ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობა.

ჯართის გადამამუშავებელი კომპანია "პეტროლეუმ - აბხაზიას" გენერალური დირექტორი სერგეი კლემანტოვიჩი და მისი თანაშემწე, ოქსანა სკარედნოვა, 2012 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში ჩასვლიდან მალევე გაუჩინარდნენ. 2013 წლის 12 ოქტომბერს კი მათი გვამები სოფელ აძიუბჟაში, ჭაში აღმოაჩინეს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის დამკვეთი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ნოდიკ კვიცინია იყო. 2012 წლის 10 სექტემბერს კვიცინიამ ბისნეზმენი და მისი თანაშემწე 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოსასყიდის მიზნით გაიტაცა, თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ კი თანამზრახველებს გატაცებულთა ლიკვიდაცია შესთავაზა.

ნოდიკ კვიცინიას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, პატიმრობა მიესაჯათ მკვლელობის თანამონაწილეებს ახრა გოპიას, რამინ (მასიკ) ხმაილს, ჯუმბერ ბიგვავას და ასლან ცვიჟბას, რომელთაც 13- დან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.