ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი მანქანა უპირობო ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
სატრანსპორტო საშუალების საწყისი ფასი 60 000 ლარია. ავტომანქანა "LEXUS GX 470" 2008 წელსაა გამოშვებული. აუქციონი 4 აგვისტომდე გაგრძელდება.
გასულ თვეს მუნიციპალიტეტმა გასაყიდად
5 მანქანა გაიტანა. მაშინ მერიაში განმარტეს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ძველი და ხარჯიანია, მათი გაყიდვის შემდეგ კი გადაწყდება, შეიძენს თუ არა მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ახალ, შედარებით ეკონომიურ მანქანებს.
მასალის გამოყენების პირობები