ბოლო ერთ კვირაში სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა დაადასტურა
25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 7 პაციენტი გადის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ლუდმილა სკორიკის ინფორმაციით, პაციენტები ძირითადად "ომიკრონით" არიან დაინფიცირებული. მან აფხაზეთის მოქალაქეებს აცრებისა და სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
Covid-19 - ის საწინააღმდეგო შეზღუდვები აფხაზეთში მიმდინარე წლის აპრილიდან მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები