აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რესპუბლიკის თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, სოხუმში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა
გაიმართა. ინფორმაციას "ჯანდაცვის სამინისტროს" პრესსამსახური ავრცელებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუტბას თქმით, საჭიროების შემთხვევაში გუდაუთის ცენტრალური აავადმყოფოს მთავარ კორპუსში ისევ გახსნიან შესაბამის განყოფილებას და მოამზადებენ კონსოლიდირებულ სამედიცინო გუნდებს, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ინფექციური განყოფილება იღებს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. მანვე აღნიშნა, რომ ძირითადად, ომიკრონის შტამი ცირკულირებს, რომელიც მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.
მედიკამენტებითა და სამედიცინო უზრუნველყოფის სამართველოს უფროსმა ახრა აჯბამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ჯანდაცვის სამინისტროს" აქვს მედიკამენტების მარაგი და პირადი დამცავი აღჭურვილობა გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს და რეგიონებში PCR ტესტირების პუნქტების უზრუნველსაყოფად. აქვე განმარტა, რომ კვლევისთვის ჩასატარებლად, საჭიროა ექიმის მიმართვა ან დაავადების გამოხატული სიმპტომები. კარანტინი კი 14 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, ხოლო განმეორებითი ტესტი საჭირო არ იქნება.
25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 20 პაციენტი გადის.
მასალის გამოყენების პირობები