ზუგდიდში 12 აგვისტოს ველორბოლა გაიმართება. ღონისძიება 18 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია
ონლაინ მარათონის დღის ჩათვლით უნდა გაიარონ.
სპორტული შეჯიბრის ორგანიზატორების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ინფორმაციით, მარათონი სტარტს შსს ზუგდიდის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან (სოხუმის ქუჩა N1) აიღებს და ხოლო რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.
საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები შემდეგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან:
I ადგილი 800 ლარით
II ადგილი 500 ლარით
III ადგილი 200 ლარით
მასალის გამოყენების პირობები