სამგზავრო მატარებლები, მათ შორის, ზუგდიდისა სა ფოთის მიმართულებები, მოძრაობას ხვალიდან, 12 აგვისტოდან განაახლებენ.
უკვე მესამე დღეა, მატარებლით მგზავრობა შეჩერებულია, მიზეზი კი, “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მიმდინარე მოდერნიზაციის პროექტია.
“249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს”,- განმარტავენ კომპანიაში.
მატარებლების გადაადგილება 9 აგვისტოს შეჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები